უცხოეთი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. რუსეთი, საბჭოთა კავშირის დარჩენილ საგარეო ვალს, რომელიც 125,2 მილიონ დოლარს შეადგენს, წელს ზაფხულამდე გაისტუმრებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, ტექნიკურად ვალის გასტუმრების შეთანხმება უკვე მზადაა და მას ხელი უახლოეს თვეებში მოეწერება, უშუალოდ თანხის გადარიცხვა კი ზაფხულამდე დასრულდება.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ვალის გასტუმრებას რუსეთის 2017 წლის ბიუჯეტიც ითვალისწინებს. გასულ კვირაში რუსეთმა უკვე დაფარა მაკედონიის წინაშე არსებული 60.6 მილიონი დოლარის მოცულობის დავალიანება.