სამართალი
„საია–ს წევრების გარკვეული ნაწილი კეკლუცობით გამოირჩევა გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ" – ირაკლი ლექვინაძე

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ასეთ შეფასებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ თბილისის ვიცე–მერი. ირაკლი ლექვინაძის კრიტიკა საია-მ ე.წ. ნაზღაიძე-ჩოხელის საქმეზე ჩატარებული კვლევის შედეგის გამო დაიმსახურა.

ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ნაზღაიძე-ჩოხელის საქმეზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნა უფრო ადეკვატური იყო, ვიდრე საია-ს დასკვნა. ლექვინაძე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პოლიტიზებულობაზე დაპარაკობს და მაგალითად ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე მოჰყავს (ვიდეო იხ. აქ).

„ბოლო ხელმძღვანელი გამორჩეული იყო არა პროფესიული შეფასებებით, არამედ გარკვეული პოლიტიკური შეფასებებით და დღეს ის არის პრეზიდენტის აპარატში ერთ-ერთი მრჩეველი", – აცხადებს ლექვინაძე.