სამართალი
ნიკა გვარამიას ცემის საქმეზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ცემის საქმეზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა რამდენიმე გარემოებით, მათ შორის რატი გაჩეჩილაძის მხრიდან ბრალის აღიარებით და იმით, რომ ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი სასჯელის ადეკვატურ ოდენობად 2000 ლარს ასახელებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებას სასჯელის პროპორციულად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში 7 იანვარს მოხდა. რატი გაჩეჩილაძეს კი სასამართლომ ბრალი 9 იანვარს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.