აქტუალური
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. 20 მარტს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს.
ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფრაქციის წევრებს თავმჯდომარის ახალ მოადგილეებად პარლამენტის წევრების: ბექა ოდიშარიას, დავით მათიკაშვილის და ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურები წარუდგინა.
ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი კანდიდატურები ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად ერთხმად აირჩიეს.