პოლიტიკა
“ძალა ევროპაშია” - საქართველოში “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის” მორიგი კამპანია დაიწყო

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. რუსთავი 2 ფართომასშტაბიან საინფორმაციო პროექტს უერთდება. გადაცემა სხვა შუადღე” რუსული მითების გაქარწყლებას ამჯერად სპეციალური რუბრიკით შეეცდება და მორიგჯერ შეახსენებს მაყურებელს, რა სარგებელი მოაქვს რეალურად ევროპას და მის ღირებულებებს. ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია ინტეგრაცია - გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ” ჩაატარებს. ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე მომზადდება სოციალური კლიპებიც, რომლებიც რუსთავი 2-ის ეთერით გავა.

ვისაც დამატებითი არგუმენტები სჭირდება იმისთვის, რომ რუსულ ბაზარს, რომელიც პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით იხურება და იხსნება, სტაბილური ევროპული ბაზარი სჯობს, ვებ პორტალი ევროპა საქართველოსთვის” მასალებს მოამზადებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საინფორმაციო კამპანიით ძალა ევროპაშია საქართველოს რაიონულ ცენტრებს და სოფლებს მოივლის 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ამ მასშტაბური სამოქალაქო კამპანიის პროექტის პარტნიორები საქართველოში USAID და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტი არიან.

საქინფორმი: ზემოთ ხსენებული “პარტნიორების” მიერ ახალი პროპაგანდისტული კამპანიისთვის გადმორიცხული გრანტის ოდენობა უცნობია, უეჭველია, ეს ძალზე დიდი თანხაა. ტყუილის თქმა, რომ ევროპული ლგბტ-ფასეულობები და ევროპის ბაზარი საქართველოსთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე რუსეთის, იაფი არ ღირს, თუკი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მადას და სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მილიონიან ვალებს გავითვალისწინებთ. ერთი რამ ცხადია - დევიზი “ძალა ერთობაშია”, რომელიც საქართველოს სახელმწიფო გერბს ამშვენებს, აღარ აკმაყოფილებს დასავლეთელ კურატორებს - სპონსორებს, რომლებმაც საკითხში “მეტი სიცხადის” შეტანა მოითხოვეს - ბოლოს და ბოლოს, ვისთან და როგორი იქნება საქართველო მომავალში... ახალი სლოგანი “ძალა ევროპაშია” კი ერთმნიშვნელოვნად აღიქმება და, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ საქართველო... უკანალშია, სადაც “ლიბერალური” გლობალისტური ფასეულობების ადგილობრივი ადეპტების წყალობით აღმოჩნდა, როგორებიც არიან მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” და ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის მძლავრი იარაღი “რუსთავი 2” - ტელეკომპანია, რომელსაც სახელი “ცრუსთავი” უფრო მოუხდება - ქართული სიტყვიდან “ცრუ” და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აბრევიატურიდან ЦРУ.