უცხოეთი
ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერდოღანი მათ გამრავლებისკენ მოუწოდებს.

ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, ახლა თქვენი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი ბიზნესი, თქვენი შვილები საუკეთესო სკოლებში გაუშვით, იცხოვრეთ საუკეთესო უბნებში, ატარეთ საუკეთესო მანქანები, იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში და რაც მთავარია, იყოლიეთ ხუთი შვილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.