პოლიტიკა
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს ჟან ჟამბონს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
გიორგი მღებრიშვილი, ასევე, სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.