პოლიტიკა
სუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ვაშინგტონში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში განსაზღვრულია სუს-ის უფროსის შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე დაგეგმილია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა.