სამართალი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.რ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 43 შეკვრად დაფასოებული 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.