უცხოეთი
ანგელა მერკელი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას აუცილებლობად მიიჩნევს

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მინსკის შეთანხმების რეალიზაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დააჩქარებს.

ურთიერთობა რუსეთთან მას შემდეგ დალაგდება, რაც უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება იქნება დაცული და მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს,“-აღნიშნა მერკელმა.