უცხოეთი
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებმა მშვენივრად ჩაიარა, - აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ გერმანიას აშშ-სა და NATO-ს წინაშე, ძალიან ეფექტიანი და ძვირადღირებული თავდაცვისათვის უდიდესი თანხები მართებს.
"მიუხედავად იმ ყალბი ახალი ამბებისა, ანგელა მერკელთან მშვენიერი შეხვედრა მქონდა. უფრო მეტი უნდა გადაიხადო ეფექტიანი და ძალიან ძვირადღირებული თავდაცვისათვის, რომელიც გერმანიისთვის უზრუნველვყავით", - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპისთვის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული პირველი შეხვედრა იყო.