საზოგადოება
მარგველაშვილის კრიმინალი სიძის მეგობარი ნარკოტიკებისთვის დააკავეს - საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი ახალ სკანდალში გაეხვა!

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. მიხეილ თათრიშვილი სასამართლომ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ 18 აბი ბუპრენორფინი, რომელიც ბრალდების საქმეში დევს, მას არ ეკუთვნის.

მიხეილ თათრიშვილი პოლიციამ სურამში დააკავა. ბრალდებულის დაკავების ოქმში წერია, რომ ის სურამში მარტო იმყოფებოდა, თუმცა განსხვავებულია ბრალდებულის მეგობრების პოზიცია. გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, დაკავებისას ის თათრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის ინტერესების დამცველის მტკიცებით, სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ირმა ჭკადუა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

მუხლი, რომლითაც თათრიშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს (ამავე მუხლით გადის გასულ კვირას დაკავებული, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟი).

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, პოლიციამ მიხეილ თათრიშვილი სურამში დააკავა. დაკავების ოქმში წერია, რომ იგი სურამში მარტო იმყოფებოდა, თუმცა, ბრალდებულის მეგობრების პოზიცია სრულებით განსხვავებულია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, დაკავებისას ის თათრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მიხეილ თათრიშვილისა და პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის სახელი კიდევ ერთ ხმაურიან საქმეს უკავშირდება. ისინი 2 თვის წინ საბურთალოს რაიონში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა მიხეილ თათრიშვილის სახლთან მოხდა. დაკავებული არავინ არის, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს პრეზიდენტის სიძესა და მის კრიმინალურ მენტალიტეტიან მეგობრებსა და მათ მსგავს კრიმინალ ბიჭებს შორის შორის მორიგი გარჩევა იყო...