საზოგადოება
მინისტრმა სერგეენკომ დაადასტურა, რომ საქართველოში ადამიანურად ცხოვრობს მხოლოდ ათი ათასი მოქალაქე! - საქინფორმი

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა აპრილიდან დაიწყება. ინფორმაცია ცვლილებების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა 17 მარტს გაასაჯაროვა. პროგრამის ძირითადი ნაწილი მოქალაქეების მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც ინდივიდუალური მიდგომებით ისარგებლებენ.

დავით სერგეენკოს თქმით, სადაზღვევო ინდუსტრიას შესთავაზეს სადაზღვევო პაკეტის ფასის განსაზღვრა და კომპანიები 25-27 ლარის ფარგლებში მოქალაქეებს დაზღვევის პაკეტს შესთავაზებენ.

ის ადამიანები, ის 10 ათასი ადამიანი, რომლებიც ამ კატეგორიიდან ვეღარ ჩაერთვებიან, ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თვეში 25 ან 27 ლარად, ანუ დღეში 1 ლარზე ნაკლებადშეიძინონ იგივე პაკეტი, რასაც უზრუნველყოფ საყოველთაო ჯანდაცვა. მათ დარჩებათ სახელწიფო პროგრამით სარგებლობის პრივილეგია“, - განმარტა დავით სერგეენკომ.

ვინ არიან ეს „საბრალო“ 10 ათასი მოქალაქე?! ვინ და ის ბედნიერები, რომელთა წლიური შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება (16 000 დოლარი დღევადნელი კურსით). ამგვარად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავისი განცხადებით ირიბად დაადასტურა, რომ საქართველოში ადამიანურად მხოლოდ 10 000 მოქალაქე ცხოვრობს!