საზოგადოება
უძველესი საქართველო დასავლეთელი პარტნიორების თვალში მხოლოდ „ყველაზე ღრმა პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა“...

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმიევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

„2017 წელი არის უპრეცედენტოდ აქტიური ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ველოდებით საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვას, რაც დადებითი მნიშვნელობის ღონისძიებაა. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას და განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება საქართველოში. ახლახან გამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში, სადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მოხსენიებულია ყველაზე ღრმა პარტნიორობის მქონე ქვეყნად და ასევე დადებითადაა შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური, ასევე თავდაცვის კუთხით“,- განაცხადა მინისტრმა.

ამგვარად, უძველესი საქართველო დასავლეთელი პარტნიორების თვალში მხოლოდყველაზე ღრმა პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა“...