პოლიტიკა
გაიმართა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების სხდომა

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი.  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიამ დაამტკიცა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.

სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია“.