სამართალი
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გ.ა. თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ. ბ-ს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა გ.ა. მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.