საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა.
ყოფილი თანაგუნდელები დავით უსუფაშვილს იმ პერიოდს ახსენებდნენ, როდესაც, მათი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არაერთ საკითხზე რჩევას ბიძინა ივანიშვილს თვითონ ეკითხებოდა. უსუფაშვილის ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ “ქართულ ოცნებაში” მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებენ.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ჩრდილოვან მმართველობასა და ამით გამოწვეულ შეცდომებზე დავით უსუფაშვილს მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს უნდა ელაპარაკა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაც დააანონსა, რის შესახებაც არაერთგზის განაცხადა საქინფორმმა.
2015 წლიდან - მას შემდეგ, რაც პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე უსუფაშვილი და მისი მეუღლე - თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ხიდაშელი ჯერ კოალიცია და პარტია „ქართული ოცნებსსა“ და მისი დამფუძნებელ - ბიძინა ივანიშვილთან კონფრონტაციის რეჟიმში გადავიდნენ, შემდგომ კი თავად დატოვეს საკუთარივე „რესპუბლიკური პარტია“, საქინფორმი არაერთგზის აფრთხილებდა, რომ ეს ახალი მკვდრადშობილი პარტიის შექმნის წინაპირობა იყო.
რაკიღა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც არასდროს ჰყოლია 1%-ზე მეტი ელექტორატი, საბოლოოდ მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია. ცოლ-ქმარმა უსუფაშვილი-ხიდაშელმა, პრეზიდენტ მარგველაშვილის, რომელმაც 2013 წელს ინაუგურაციის მეორე დღესვე, მათზე ადრე უღალატა „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს, შეკვეთითა და მისთვისვე, გადაწყვიტეს ახალი პარტიის შექმნა.
ამგვარად „უპატრონო“, ანუ - საქართველოს ამჟამინდელი უპარტიო პრეზიდენტი საკუთარ პარტიას მიიღებს, რომელიც მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე 2018 წლის არჩევნებში წარადგენს, ხოლო დაუცხრომელი ცოლ-ქმარი საკუთარ პოლიტიკურ რეანიმაციას იმედოვნებს.
თუმცა „არა არსებობს გულისმწყვლელი უფრო ამბავი“, ვიდრე ამ სამეულის სიყვარულისა - პარტია კიდევ უფრო კამერული იქნება რიცხოვნობით, ვიდრე „რესპუბლიკური პარტია“, ხოლო მარგველაშვილის მცდელობა, გახდეს პრეზიდენტი სრული კრახით დასრულდება, თუმცა უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემი გადაიქცევა უკმაყოფილოთა კლუბად, რომელიც მიიზიდავს ყველას, ვინც უკმაყოფილოა ივანიშვილის დღევანდელი ხელისუფლებით. მის შემქმნელთა მთავარი ჩანაფიქრი ხომ ივანიშვილისთვის იმდენად გამაღიზიანებელ ფაქტორად გადაქცევაა, რომ ექსპრემიერ-მილიარდერს რაღაც „გრანტი“ მაინც დასტყუონ დროებითი ლოალობის სანაცვლოდ... როგორც ეს 2011 წელს მოხდა, როცა ივანიშვილი ოფიციალურად დაეხმარა მათ პოლიტიკური საცხედრედან გამოსვლაში და მილიონ-ნახევარი დოლარიც გადაურიცხა!