უცხოეთი
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი სანდო არ არის

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკამ სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს რუსეთის საფრთხე. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია NBS NEW-ი იუწყება. „სერიოზულად უნდა მივიღოთ რუსეთის საფრთხე. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს. ჩვენ არასოდეს არ უნდა ვენდოთ რუსეთს“, -აცხადებს ნიკი ჰეილი. 

რუსეთთან მიმართებაში ამ კომენტარით ნიკი ჰეილი გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სპეცსამსახურების ორ ოფიცერს ბრალდება წაუყენა Yahoo-ზე განხორციელებული კიბერშეტევების ორგანიზებაში. 

აღსანიშნავია, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში გაცილებით მკაცრია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რომლის განცხადებით, მისი პრეზიდენტობისას რუსეთსა და აშშ-ს, შესაძლოა, უფრო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეთ.