საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ვადასტურებ, რომ ჩემი “რუსთავი 2”-დან წასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა და „სხვა შუადღის“ წამყვანმა დიმა ობოლაძემ განაცხადა.
"ახლა ვარ რაღაცების გარკვევის პროცესში, როგორ გითხრათ, მინდა, რომ ყველაფერი დაკონკრეტებული იყოს", - ამბობს ობოლაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი სამუშაოდ "იმედში" გადადის.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი დიმა ობოლაძის „იმედში“ გადასვლას ფეისბუქზე ეხმაურება.
„ტვ "იმედი" - ალალად გილოცავთ დაბადების დღეს!
ორივე შენაძენსაც გილოცავთ, თუმცა გული ალალად მწყდება.
ეს რაუნდი მოიგეთ“,- წერს ჟურნალისტი.
„არაა აუცილებელი, "მეორე შენაძენი" ადამიანი იყოს... თუმცა არც გამორიცხულია. ექსკლუზივებს ასე მარტივად არ ვარიგებ, უკაცრავად“, - აღნიშნავს თენგო გოგოტიშვილი.