საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი.
„Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, გერმანელების (36%) და იტალიელების (34%)მესამედზე მეტი ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, ანალოგიურად ფიქრობს ბრიტანელების (26%) და ამერიკელების (23%) მეოთხედი და გამოკითხულიფრანგების მეხუთედი (20%) ნაწილი. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS Global –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.
მთლიანობაში იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ყირიმის რუსეთის კუთვნილებაა, დაახლოებით თანაბარია საწინააღმდეგოაზრის მქონე რესპონდენტების რიცხვისა და მხოლოდ საფრანგეთშია იმ ადამიანების რიცხვი ყველაზე მეტი, ვინც ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიისნაწილად არ მიიჩნევს.
სხვებზე ხშირად ყირიმს რუსეთის ნაწილს უწოდებენ გერმანელები, ძირითადად, ახალგაზრდობა. საფრანგეთში კი ამ მოსაზრებას უფროსი თაობაიზიარებს — 55 წელს ზემოთ გამოკითხული რესპონდენტების თითქმის მესამედი.
ამასთან, ამერიკელების 51%-ს, ფრანგების 48%-ს, ბრიტანელების 44%-ს, იტალიელების 34%-სა და გერმანელების 23%-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხისგაცემა.
გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 5138-მარესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.