უცხოეთი
საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით სატვირთო მანქანების გადაადგილება დაბლოკა. ასევე დაბლოკილია სარკინიგზო მიმართულება.
ეს არის პასუხი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთში უკრაინული კომპანიების ოფისების ხელში ჩაგდებაზე. ბლოკადა გაგრძელდება მანამ, სანამ სეპარატისტები არ შეწყვეტენ უკრაინულ ბიზნესების დატერორებას.
გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა რუსეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფი ბანკების წინააღმდეგ ახალი სანქციებიც შემოიღო. ზეწოლის მექანიზმი არ შეეხება რუსულ კერძო ბანკებს.