სამართალი
მოპარული წიგნები ნაპოვნია

universitetiთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარული უნიკალური წიგნები საქართველოში ბრუნდება.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევში საქართველოს საელჩოს, მე-18 საუკუნის შუა რიცხვებისა და მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოცემული 56 ისტორიული წიგნი უნდა გადასცეს.

წიგნები, რომლებიც უკრაინაში უკანონო გზით შეჰქონდათ, 2008 წლის მარტში ბორისპოლის სასაზღვრო-გამშვებ პუნქზე დააკავეს. ისტორიული წიგნები უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. სპეციალური კომისიის დასკვნის გადაწყვეტილებით კი, ის ქართულ მხარეს უბრუნდება.

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ქათამაძის თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს საელჩოს უკვე გადასცა ეს უძველესი წიგნები.

"წიგნების მოძიების მიზნით, 4 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დავალება მივიღეთ, საელჩომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან იმუშავა და 18 იანვარს ყველაფერი დასრულდა", - აღნიშნა ქათამაძემ.

მისი ინფორმაციით, წიგნები 19 იანვარს, დღის ბოლოს, საქართველოში დაბრუნდება. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია.