სამართალი
კახა ბუხრაძის განცხადებით, ცნობილი დისკრიმინაციული ფრაზა ბათუმელების მისამართით მას არ უთქვამს

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საპატრულო პოლიციის უფროსმა ბათუმში მომხდარი არეულობის შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა.

კახა ბუხრაძე რომ ამ ფრაზის ავტორია და ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა, ბათუმში მომხდარი არეულობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში მერაბ ღოღობერიძე წერდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ან სხვა სახის მტკიცებულება არ ჰქონდა.

სწორედ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსების გამო, მერაბ ღოღობერიძეს ბათუმში 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ. თუმცა, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა გადაბრალებას. ღოღობერიძე დაკითხვაზე ბათუმში მომხდარი არეულობიდან მხოლოდ მეოთხე დღეს დაიბარეს.