საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმის ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლის მიზნით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
უწყების ცნობით, უკვე გამოიკითხნენ ის პოლიციელები, რომლებსაც ელისო კილაძე მისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, კომუნიკაციის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატმა გენერალურ ინსპექციას თანამშრომლობის თხოვნაზე ამ ეტაპზე უარი განუცხადა.
დავით ხარშილაძის დაცვის მხარე უახლოეს დღეებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
დავით ხარშილაძეს, რომელსაც გამოძიება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, მოსამართლემ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე თავის შვილს, რომელიც შიმშილობს, ივანიშვილის პირად პატიმრად აცხადებს.