სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი .. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს: 0,47122 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,276942 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი და 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,619844 გრამ ჰეროინს შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.