აქტუალური
საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რამდენიმესაათიანი ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე.