უცხოეთი
სენატში უცხო ქვეყნების არჩევნებში ობამას ჩარევის გამოძიებას ითხოვენ

  საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. სენატორ–რესპუბლიკელთა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს თხოვნით, გამოძიებული იქნეს პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ჩარევის მცდელობა ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გზით.

წერილის ინიციატორია სენატორი მაიკ ლი, რომელსაც მხარი აუბეს ჯიმ ინჰოფმა, ტომ ტილისმა, ტედ კრუზმა, დევიდ პერდუმ და ბილ კესიდიმ.

„მემარცხენე ცენტრისტულ დაჯგუფებებს“ ფინანსური დამხარება მიეწოდებოდათ სახდეპისა და USAID-ის ხაზით, ჯორჯ სოროსის ფონდის „ღია საზოგადოების“ მეშვეობით.