სამართალი
გურამიშვილის გამზირზე, კინოთეატრ "საქართველოს" გვერდით მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაძარცვეს .
მძარცველმა შესაწირი ყუთები გატეხა და თანხა წაიღო. ეკლესიის სტიქაროსნის განმარტებით,დამნაშავე საკურთხევლის მხრიდან არის შესული, სადაც ამომძვრალია გისოსი. სავარაუდოდ მოპარული თანხა 10-15 ლარს შეადგენს.საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ეკლესია უკვე მესამედ გაძარცვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.