უცხოეთი
საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ აღიარებს 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ეს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.