პოლიტიკა
"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძ ეხმაურება.

რუსეთის მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის „სამხედრო ძალების“ რუსეთის სამხედრო ძალებთან შეერთების შესახებ შეთანხმების პროექტი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, შეთანხმების პროექტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სხვა ფედერალურ ორგანოებთან კოორდინაციაში მოამზადა. ასევე, დოკუმენტის თანახმად, ის შეთანხმებულია სამხრეთ ოსეთის მხარესთანაც.შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალები რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი ხდება.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი და ვგმობთ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს“, - განაცხადა კობახიძემ.