სამართალი
თბილისში უკრაინის პოლიციის ყოფილი უფროსის ხატია დეკანოიძის შვილი დააკავეს

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება:

"ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!”, - წერს დეკანოიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ხატია დეკანოიძის შვილი თორნიკე კოპალეიშვილი სამი დღის წინ დააკავეს. არსებული მონაცემებით, მას ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოუჩინეს. კოპალეიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს.