აქტუალური
უსუფაშვილი ქარაგმულად მიანიშნებს, რომ ქიბარ ხალვაშმა შესაძლოა „რუსთავი 2“–ს ხანძარი გაუჩინოს

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. "რუსთავი 2"- სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით“, – ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა.

უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სამაუწყებლო კომპანიასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

"თემა ძალიან ფეთქებადსაშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი, და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ მინდა, დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან, ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.