საზოგადოება
ბათუმის არეულობისას დაკავებული 7 ადამიანის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ბათუმის არეულობისას დაკავებული 7 ადამიანის მიმართ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვამდე, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატი განმარტავს,რომ ყველა მათგანი უკვე დაიკითხა მოწმის სახით.

რაც შეეხება ორი დღის წინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გადადებულ სასამართლო განხილვებს, ადმინისტრაციული წესით 4 საქმის განხილვა გუშინ გაგრძელდა. დაზუსტდა 11-12  მარტის მოვლენებისას დაკავებულთა რიცხვიც. შსს-მ სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროებული მონაცემები დაადასტურა. უწყების განმარტებით, დააკავეს 75 ადამიანი.