პოლიტიკა
გიგა ბოკერია: "ნაცმოძრაობამ" პოლიტიკური სიბრიყვე გამოიჩინა

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. "თუ საპროტესტო აქცია შუღლს აღვივებს, ეს არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი სახელწმიფოებრიობისთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და არცერთი პასუხისმგებლობის მქონე პარტია არ შეიძლება გადაეშვას ამაში, როგორი ლეგიტიმური ბრაზი და უკმაყოფილებაც არ უნდაქონდეს ხელისუფლების მიმართ", - ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"ამიტომ, "ევროპულ საქართველოს" ამ აქციის მიმართ სოლიდარობა არ დაუფიქსირებია. ძალიან ცუდია, თუ ოპოზიციის ნაწილი იქცევა სასარგებლო ბრიყვებად ივანიშვილისთვის, ოდნავ გადავაკეთე ლენინის ნათქვამი სასარგებლო იდიოტებზე.

ასეთი სასარგებლო სიბრიყვე ივანიშვილსჭირდება, ამას იყენებს აბსოლუტურად დემაგოგიურად და ცდილობს, გადააბრალოს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც აშკარა პოლიტიკური სიბრიყვე გამოიჩინა და თქვას, რომ ეს მათი ბრალია. რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, "ნაციონალური მოძრაობის" ბრალი არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ოპოზიციური პარტია. ივანიშვილს ხელი არ უნდა შეუწყოს, და ასეთის თქმის საბაბი არ მისცეს.

პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მართვაზე პრეტენზიას აცხადებს, როგორც ჩვენ - "ევროპული საქართველო" - არ შეიძლება, ვერ უძლებდეს ასეთ ცდუნებებს ან ვერ ჭვრეტდეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.