უცხოეთი
ბრიტანელმა პარლამენტარმა ყირიმს „რფ-ის ისტორიული ნაწილი“ უწოდა

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. კონსერვატორმა, დიპლომატმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის საგარეო საქმეების ქვეკომიტეტის წევრმა სერ რიჩარდ ბელფმა ყირიმს „რუსეთის ისტორიული ნაწილი“ უწოდა. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ წერს.

ყირიმი რუსეთის ისტორიული ნაწილია. უკრაინაში რამდენჯერმე ვიყავი, 8-9 წლის წინ ვიყავი ყირიმში, როცა ის ჯერ კიდევ უკრაინის ნაწილი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გამაკვირვა ხალხის იმ უზარმაზარმა რაოდენობამ, ხელმძღვანელობის ჩათვლით, რომლებიც ყირიმს რფ-ის ნაწილად მიიჩნევენ. თითქმის 10 წლის წინ ნახევარკუნძულის მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურდათ. გარკვეული ხნის შემდეგ მოსკოვმა მათ სურვილი აუხდინა და ყირიმი დაიბრუნა. მართალია ნახევარკუნძულზე ჯერ კიდევ არიან ყირმის დაბრუნების მოწინააღმდეგენი, მაგრამ დიდი უმრავლესობა საკუთარ თავს მაინც რუსეთის მოქალაქედ მიიჩნევს“, - აღნიშნა მან.