უცხოეთი
ერდოღანი: თურქეთმა ევროკავშირთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. თურქეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების ვარიანტებზე მსჯელობს მასში გაწევრების პერსპექტივების კონტექსტში. ამის შესახებ ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა თაიიპ ერდოღანმა განაცხადა ტელეარხ A Haber-ის ეთერში.

ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია, თუმცა ახლა მთავარი მიზანი 16 აპრილია (საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი). ყველასთვის ცნობილია ჩემი მოსაზრებები ევროკავშირთან დაკავშირებით. ევროპა უწინდებურად გვატყუებს“, - განაცხადა მან.

უპატიოსნოდ მოიქცნენ. დაგვპირდნენ დახმარებას ლტოლვილებთან დაკავშირებით, საუბრობდნენ 6 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებაზე. მივიღეთ 750 მლნ ევრო. თავბრუს გვახვევენ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს არ მომხდარა“, - აღნიშნა ერდოღანმა.