სამართალი
ბათუმის ამბოხი - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ბათუმში განვითარებული ამასწინანდელი მოვლენები ამ დრომდე ურთიერთბრალდებების მიზეზად რჩება. “ქართული ოცნება” ღიად ადანაშაულებს “ნაციონალურ მოძრაობას” ვითარების ესკალაციაში.

ადამიანებმა, რომლებიც, შესაძლოა, ორგანიზებას უწევდნენ ან ისინი, ვინც ჩაერთვნენ ძალადობაში, უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ჩანსნაციონალური მოძრაობის” სატელიტი ორგანიზაციის მონაწილეობაც ამ პროცესებში და გამოძიებაც უპასუხებს შეკითხვებს, თუ რა როლი ჰქონდათ მათ მომხდარში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბრალდებებს ოპოზიციური პარტია საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს.

ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი მოქმედება, ამავდროულად პროცესის თავის ნებაზე მიშვება, ასევე წახალისება იმ ვანდალური აქტებისა, რაც იქ ხდებოდა, ბუნებრივია ამაზე თავიდან ბოლომდე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, თუმცა ის, როგორც ყოველთვის, დაკავებულია არა რეალური გამოძიებით, არამედ დაკავებულია გადაბრალებით“, - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.

„აქ იკვეთება ხელისუფლების რომელიმე სამართალდამცავი შტოს მონაწილეობა, ვინაიდან ბატონი ღოღობერიძე ცნობილია, როგორც სუს-ის ზონდერი. სუს-ი იყენებდა მას საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმისთვის, იყენებდა პოლიტიკურ ოპოზიციაზე შეტევისთვის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა აბსურდული სოლიდარობის გამოხატვით ამ ვანდალიზმის მიმართ“, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.