საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის ინიციატივა - "კონსტიტუცია ყველასია" - პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა - ის მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“. მმართველმა გუნდმა მას "იაფფასიანი პიარ კამპანია" უწოდა.
„არსებობს ლეგიტიმური ორგანო საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის, ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სადაც სამი წევრით არის პრეზიდენტი წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ის არ იღებს მონაწილეობას. ერთადერთი სწორი გზა არის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულება, კანონპროექტის შემქნა და უკვე შემდეგ გატანა განსახილველად“, - აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი.
„სამწუხაროა, როდესაც უმრავლესობის მხრიდან ვისმენთ არაადეკვატურ შეფასებებს, თუმცა ჩვენ გვახსოვს პირდაპირი მუქარები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, როდესაც ის საუბრობდა იმაზე, რომ საერთოდ გაუქმდება საპრეზიდენტო ინსტიტუტი იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ შეცვლის რიტორიკას (სიცრუეა! ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მაშინ პარლამენტი დაფიქრდება პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის შემოღებაზე უკვე 2018 და არა 2023 წელს - საქინფორმი). ასე რომ, აქ პირდაპირ საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაზე“, - ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა.