პოლიტიკა
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

conservativesდღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან "კონსერვატორების" და "ხალხის პარტიის" აქცია გაიმართება.

როგორც საქინფორმს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, აქციაში მონაწილეობას “დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებიც მიიღებენ და ხელისუფლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვენ, შეწყდეს თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების რეგიონებში დაუსახლებელ ტერიტორებზე განსახლება.

აქციის ფარგლებში "კონსერვატორების" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიის" წევრი ალეკო შალამბერიძე ბრიფინგს გამართავენ.

აქცია-ბრიფინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.