საზოგადოება
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს და მის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვის საშუალება ჰქონდათ.
„არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც. არცერთი მათგანი არ მისულა კომისიაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.