საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ მესამე ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით 10 წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო, რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
მეორე მხრივ, უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში, რათა მათ არ დავემსგავსოთ. რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა არც კი განიხილება, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იფიქროს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია, პარალელურად ყველამ იცის რომ “რუსთავი 2” თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა, ვიცით, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში “რ 2”-ის თანამშრომლებთან ერთად", - აცხადებს ჯეჯელავა.