პოლიტიკა
ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბათუმში არეულობების დროს დაკავებულია 75 პირი

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ბათუმში გრძელდება იმ პირების სასამართლო პროცესები, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. კვირას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული 3 პირის პროცესი გუშინ 15:00 საათზე გაიმართა. მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე დაკავებულთა შესახებ შსს-სგან განსხვავებულ ციფრებს ასახელებს. მისი ინფორმაციით, დაკავებულია 75 და არა 40 პირი. ქათამაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულები არა მხოლოდ ბათუმიდან, არამედ სხვა ქალაქებიდან იყვნენ.

ბათუმში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.