აქტუალური
კახა კალაძე მინსკში „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მინსკში გაემგზავრა. ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე კომპანია “ინტერ რაოს” წარმომადგენლებს შეხვდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია “ინტერ რაოსთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.