რედაქტორისგან
„სააკაშვილი საქართველოს მოსწყვეტს აჭარას, თუ ფოთში NATO-ს ბაზა გაიხსნება!“ - არნო ხიდირბეგიშვილი - სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის და მთავრობის საყურადღებოდ

   საქართველოს დიდი ზარალი მიადგა - საკურორტო სეზონის დაწყების წინ ბევრი ტურისტი, რომელთა რაოდენობა ბოლო წლებში საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე განუხრელად მატულობდა, დაფიქრდება - წავიდეს თუ არა დასასვენებლად ბათუმში... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში უპრეცედენტო მასობრივ დარბევას შემთხვევით როდი ახლდა პროვოკაციული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები “აჭარა - აჭარლებისთვის!”, “ჩვენ თათრები არა ვართ!”.

"ქართული ოცნების" 2012 წლის არჩევნებზე გამარჯვებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ ბათუმსა და ქობულეთში სახლების კედლებზე გაჩენილ წარწერებს  "მიშა, გვაპატიე!" ახალი ხელისუფლება არ შეუშფოთებია, და სულ ტყუილად... ასლან აბაშიძის შემდეგ, რომლის მმართველობის დროს აჭარა საქართველოს ყველაზე სტაბილური ნაწილი იყო (ერთადერთი, რომელიც 2003 წლის "ვარდების" პუტჩის წინააღმდეგ გამოვიდა!), სააკაშვილის სამფლობელოდ გადაიქცა, რომელმაც დედამისთან -  თურქოლოგ გიული ალასანიასთან და მის საყვარელთან - ფეთჰულაჰ გიულენთან ერთად დაიწყო აჭარის ავტონომიის თურქეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის პროცესი. ამას გვაფრთხილებს 2005 წლის მარტის პუბლიკაცია "მალთუსის თეორია, ანუ თურქეთის ახალი ვილაიეთი" „ასავალ-დასავალში“, „საქინფორმის“ ათობით ანალიტიკური პუბლიკაცია, ამის რეციდივია ა.წ. 11-12 მარტის ვანდალიზმი ბათუმში.

ბევრი საიდუმლოს გამო სააკაშვილის ერთგული მეგობრის - აჭარის მაშინდელი მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით დაიწყო რეგიონის აქტიური გათურქება: აყვავდა თურქული ბიზნესი - კაზინოები, სასტუმროები და რესტორნები, ათობით და ათობით ახალი მეჩეთი, თურქული სკოლები და ინსტიტუტები, მაგრამ აჭარლები კმაყოფილი იყვნენ - ეს ხომ ტურისტების მოზღვავებას, ანუ შემოსავალს და  სამუშაოს ნიშნავდა. დაიწყო უზარმაზარი გადარიცხვები ცენტრალური ბიუჯეტიდან “კოშკებისა” და “ალი და ნინოს” ტიპის კომპოზიციებისთვის, რადგან სააკაშვილი, რომელიც თბილისში თავს ყოველთვის არაკომფორტულად გრძნობდა და თბილისელები ეჯავრებოდა (ეს გრძნობა ორმხრივია, რაც რუსთაველის პროსპექტზე გასულ შაბათს ჩაშლილმა აქციამ დაამტკიცა!), თურქული პროვინციის მმართველობისთვის ემზადებოდა და წინასწარ ამკობდა მას უცნაური არქიტექტურით. სააკაშვილის წყალობით საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი თურქეთთან და სიმბოლური საზღვარი სარფში, სადაც იგი დაუბრკოლებლად ატარებდა მხარდამჭერთა თავყრილობებს, როცა უკვე იძებნებოდა საქართველოს გენპროკურატურის მიერ. (შემთხვევითი როდი იყო, რომ სარფში პომპეზურად დახვდნენ თურქეთიდან შესულ სანდრა რულოვს ვარშალომიძესთან ერთად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რომ გაემარჯვათ!) სააკაშვილის გათვლა მარტივი გახლდათ - 08.08.08 ომის შემდეგ ქართველებზე საბოლოოდ “გულგატეხილი” რუსეთი უდავოდ უარს იტყვის, თურქეთის წინაშე საქართველოს გარანტი იყოს ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ვადა 2021 წელს იწურება, და ამ ხელშეკრულების თანახმად აჭარა თურქეთს გადაეცემა. სწორედ მაშინ ხდება სააკაშვილი ახალი თურქული ვილაიეთის - ბათუმის პროვინციის მმართველი, რომელიც უკვე კარგა ხანია, თურქულ რუკებზე თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, ხოლო ბათუმის აეროპორტი თურქეთის შიდა აეროპორტად არის მონიშნული!

დიახ, დღეს სააკაშვილი საქართველოს არც პრეზიდენტი, არც მოქალაქეა, მაგრამ რუსეთმა, რომელიც ხედავს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის - ნატოსთან დაახლოების საგარეო კურსი გააგრძელა, მისთვის მეტად მოსახერხებელი - ჩაურევლობის  პოზიცია დაიკავა: არ რეაგირებს ანტირუსულ რიტორიკაზე - “ოკუპანტსა და აგრესორზე“, არ ქმნის საქართველოში პრორუსულ პარტიებსა და მედიას, არ პასუხობს თბილისის პროტესტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების გამო და ქართულ მხარეს მიანება, თვითონ გაარკვიოს მათთან ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებთან. რაც შეეხება აჭარას, თუკი ნატო დააკმაყოფილებს საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა, და ფოთის პორტში თავის სამხედრო ბაზას გახსნის, რუსეთი არც მაშინ ჩაერევა, მხოლოდ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების გაგრძელებას არ მოისურვებს, რომლის მიხედვით ის პასუხს აგებს საქართველოზე თურქეთის წინაშე. და ბათუმის პორტში, რომელიც ხელშეკრულების თანახმად თურქეთის ხელში გადავა, თურქული სამხედრო ბაზა გაიხსნება (რა თქმა უნდა, თუკი ამ დროისათვის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა დღევანდელ დადებით ტრენდს შეინარჩუნებს, საქართველო კი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღადგენს და მისი რეგიონული პარტნიორი არ გახდება). მაშასადამე, თუ ფოთში ნატოს სამხედრო ბაზა გაიხსნება, სააკაშვილი საქართველოს აჭარასაც ისე მოსწყვეტს, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოსწყვიტა!

ამიტომ, თუ საქართველოს ხელისუფლებას აჭარის დაკარგვაც არ სურს:

1. თავდაცვის სამინისტრო - გამოიწვიოს ბრიუსელიდან თბილისის თხოვნა ფოთში ნატოს სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ და საქართველოს ტერიტორიაზე არსად აღარ გახსნას ნატოს ბაზები და სასწავლო-საწვრთნელი ცენტრები;

2. მთავარი პროკურატურა - მიიყვანოს ე.წ. "მძღოლების ბუნტის" (ნიღბებით, „მოლოტოვის კოქტეილებითა“ და ჯაჭვებით!) გამოძიება ბოლომდე, რაც აუცილებლად მიიყვანს მოთავეებთან და აშკარა წამქეზებლებთან -  სააკაშვილთან, "ნაცმოძრაობასთან" და “თავისუფალ ზონასთან” აჭარელი ხაბზის მეთაურობით, რომლის მარტო აჭარის ქვედანაყოფი 3 ათას ბოევიკს ითვლის;

3. უზენაესი სასამართლო - აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ჩამოართვას პროვოკატორებს პროპაგანდისტული რუპორი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“;

4. მთავრობა - გააუქმოს ახალი აქციზები, რომელთა გამო უსინდისოდ გაძვირდა ავტომობილების განბაჟება, ბენზინი, მედიკამენტები და პროდუქტები; გააუქმოს უზომოდ დიდი ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების უმნიშვნელო დარღვევებისთვის, არ შემოიღოს უკონტაქტო პატრულირება და არც კი იფიქროს 2018 წლიდან ტექდათვალიერების შემოღება, თუკი არ სურს, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური აფეთქება მოხდეს;

5. შსს - დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც უხეშად ექცევიან მოქალაქეებს - 11 მარტს ბათუმის საპატრულო ეკიპაჟს უნდა გაეთვალისწინებინა საპატიო გარემოება - მამა, რომელმაც შვილი დაასაფლავა, აფთიაქში წამლისათვის შევიდა! - და 100 ლარით არ დაეჯარიმებინა არასწორი პარკირებისთვის. არანაირი გარემოების გათვალისწინება ხომ მხოლოდ უკონტაქტო პატრულირების ვიდეოთვალთვალის კამერებს არ შეუძლიათ...

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აღმზრდელობითი მუშაობა პატრულის პირად შემადგენლობასთან მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან ქართულ პოლიციას მოქალაქეებისთვის მეგობრიდან ისევ მტრად აქცევენ და უზრდელი პოლიციელები ამას უნებლიედ ხელს უწყობენ;

6. სუს - კმარა უცხოეთის სპეცსამსახურების კარგად ცნობილი არაქართული და ქართული წარმოშობის აგენტების თვალთვალი, რომლებიც გაუგებარი “საზოგადოებრივი“ აქტიობით, ვირტუალური არასამთავრობო ორგანიზაციებით, „მრავალეროვნული კონგრესებით“, „ანტიფაშისტური კოალიციებითა“ და ყალბი „ქველმოქმედებით  ინიღბებიან! აღიკვეთოს მათი დივერსიულ-ძირგამომთხრელი მუშაობა საქართველოში;

7. სუს - შეამოწმოს სააკაშვილის 11-12 მარტის სატელეფონო საუბრები - ვის აძლევდა ის დავალებებს? ხომ არ იმყოფებოდა იმ დღეს სააკაშვილი სარფში, კომუფლიაჟში გადაცმული აჭარაში შეჭრისთვის მზადყოფნაში უკრაინული „ქართული ლეგიონის“ შეიარაღებული ბოევიკების სათავეში?

სუს-მა უნდა შეამოწმოს, აგრეთვე, სხვა ვერსიები, მაგალითად - ხომ არ იყო ბათუმის ბუნტი ფეთჰულაჰ გიულენის შურისძიება საქართველოში მისი სასწავლო დაწესებულებების დახურვის გამო? თუ მეამბოხე თურქი მქადაგებელი საქართველოზე შურს იძიებდა  საყვარელი გიულისაგან ნაშობი უკანონო შვილის - მიშას გამო?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 15 მარტი
საქართველო, თბილისი