უცხოეთი
რუსეთი სსრკ-ში დაბადებულებს პასპორტებს დაურიგებს

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს ყველა მსურველი, ვინც სსრკ-შია დაბადებული. ახლა ამისათვის მათ აღარ დასჭირდებათ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმის დოკუმენტური დასტური, - წერს „კომსომოლსკაია პრავდა“.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დუმის ნაციონალურობის საკითხების კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც რუსული ენის მცოდნეთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს.

კანონპროექტი შემუშავებულია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალების შესაბამისად.