უცხოეთი
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთის მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის „სამხედრო ძალების“ რუსეთის სამხედრო ძალებთან შეერთების შესახებ შეთანხმების პროექტი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.
როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, შეთანხმების პროექტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სხვა ფედერალურ ორგანოებთან კოორდინაციაში მოამზადა. ასევე, დოკუმენტის თანახმად, ის შეთანხმებულია სამხრეთ ოსეთის მხარესთანაც.
შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალები რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი ხდება.