საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში ქვეყნის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემოწმებაში ჩართულია 6 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 1,5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
„სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალმა რიგი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმების ბრძანება გასცა, რომლებიც კრასნოდარის და სტავროპოლის ოლქს, ასევე ასტრახანისა და ვოლგოგრადის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკას შეეხება, ასევე შემოწმდება რუსეთის სამხედრო ბაზის დანაყოფები სომხეთსა და აფხაზეთში“,-ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანია-შემოწმდეს რამდენად მზად არიან დანაყოფები „კონკრეტული დანიშნულების ბრძანების შესრულებისთვის, ასევე შემოწმდენს მათი სამხედრო სწავლების დონე“.
უეცარ სამხედრო შემოწმებაში 20-ზე მეტი სამხედრო შტაბი და სამხედრო სამმართველოს სხვა ორგანოებია ჩართული.