საზოგადოება
ჩეხეთის მთავრობამ თუშეთისთვის დამატებით 180 ათასი ევრო გამოყო

tushetiჩეხეთის მთავრობამ თუშეთში ტურიზმის განვითარებისთვის 180 ათასი ევრო გამოყო. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის – კობა მაისურაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში საოჯახო სასტუმროებში, ეტაპობრივად, წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები დამონტაჟდება. „პროექტი სამწლიანია და 2013 წლის ჩათვლით 180 ათას ევროს მივიღებთ. მანამდე ჩეხეთის მთავრობამ თუშეთისთვის 410 ათასი ევრო გამოყო. ამ თანხით თუშეთში მუდმივად მაცხოვრებლებს და საოჯახო სასტუმროებს მზის ბატარეების მეშვეობით ელექტროენერგიით სარგებლობის საშუალება მიეცათ“, - აღნიშნა ახმეტის გამგებელმა. შეგახსენებთ, რომ თუშეთის სოფლები, 20 წელია, ელექტროენერგიის გარეშეა.