საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები ძალოვან უწყებებს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ეკა ბესელია შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ ბათუმში არეულობით დაინტერესებული იყო “ნაციონალური მოძრაობა”.
„ამ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებდა “ნაციონალური მოძრაობა”, ისინი აწყობდნენ პარალელურ აქციებს თბილისში და ფართომასშტაბიანი გეგმა დასახეს, რომ ასეთი აქციები მათ უნდა მოეწყოთ სხვა ქალაქებში. პირდაპირ გამოხატული იყო მათი მხარდაჭერა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. დანარჩენი, კონკრეტული პირები ვინ არიან ჩართული, როგორც ორგანიზატორები, ეს უკვე გამოძიებამ უნდა გვითხრას.
მე არ ვიცი ღოღობერიძის როლი, ერთი ადამიანი ამას ვერ გაუწევდა ვერც ორგანიზებას და ჩანდა ძალიან ბევრი მსურველი სოლიდარობის გამოხატვის, თანამონაწილეობის. ამიტომ ძალიან არასწორი იქნება, თქვენი ვექტორი მიმართოთ ერთი კონკრეტული პირის მიმართ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.