აქტუალური
”ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება” - კახა კალაძე

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. კალაძის განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც ქალაქის დარბევასა და ვანდალიზმში მონაწილეობდა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

მისივე თქმით, გარკვეული ადამიანები მთელი ღამის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქალაქებსა და რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის, ამ ადამიანებს შორის კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იყვნენ.

"ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისა და ბათუმელებისთვის. რაც მოხდა, ეს არის ვანდალიზმი და, შესაბამისად, ყველა ის პიროვნება, ვინც ჩართული იყო ამ ვანდალიზმში და აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო მართული პროცესი, კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ბინძური ხელები აფათუროს ამ ქალაქში. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. გარკვეული ადამიანები მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდნენ, აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქალაქებსა და რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.